დღეს, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგია და არა მხოლოდ გამოიყენონ ის.
კოდის ერთი საათის გამოცდა მარტივი და სახალისო გზაა გააცნოთ მოსწავლეებს კომპიუტერული მეცნიერება, შესაძლოა, პირველად მათ ცხოვრებაში. იპოვეთ აქტივობა, რომელიც შეესაბამება თქვენს პარამეტრებს, იქნება ეს კლასში თუ სკოლის შემდეგ, პირადად თუ ვირტუალურად. გაეცანით ჩვენს მონაწილეობის სახელმძღვანელოს, თუ კვლავ გაქვთ შეკითხვები ქვემოთ მოცემული ნაბიჯების გაცნობის შემდეგ:
მოსწავლეზე მორგებული მხიარული ტუტორიალების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და გამოცდილების დონისათვის. მოსწავლეებში პოპულარულია დამოუკიდებლად სამუშაო ტუტორიალები, თუმცა ბევრ აქტივობას, ასევე აქვს გაკვეთილის გეგმები მასწავლებლებისათვის, რომლებიც მათ დაეხმარებათ დისკუსიის წარმართვაში, თუ აქტივობის გავრცობაში.
დაათვალიერეთ აქტივობები და წინასწარ მოიფიქრეთ რა გირჩევნიათ — ყველა მოსწავლემ ერთი და იგივე ტუტორიალი გააკეთოს, თუ მოსწავლეებს შეეძლოთ თავად აირჩიონ რომელიც უნდათ.
ადამიანები მსოფლიოში უერთდებიან კოდის ერთი საათის ზეიმს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირის განმავლობაში (დეკემბრის 5-11), როდესაც უახლესი ტუტორიალების და აქტივობების გამოშვება ხდება. მაგრამ, თქვენ კოდირების საათზე წვდომა წლის ნებისმიერ დღეს გექნებათ!
ახლა, მას შემდეგ რაც თქვენ უკვე დაგეგმეთ ღონისძიება, დროა მისი პოპულარიზაციის საქმესაც შეუდგეთ!
გააცანით კოდირების საათი სხვა მასწავლებლებს, რომელთაც სურთ ამ მხიარულებაში მონაწილეობა! ასევე, აცნობეთ თქვენი სკოლის მშობლებს, რომ მოსწავლეებს შეიძლება მოუნდეთ სახლშიც გააგრძელონ აქტივობების და ტუტორიალების კეთება!
როდესაც თქვენს კოდის ერთი საათის ღონისძიებაზე დარეგისტრირდებით, ელფოსტაზე მიიღებთ სიახლეებს და სასარგებლო რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებული კოდის ერთი საათის ჩატარებაში. ღონისძიების რეგისტრაცია, ასევე, დაეხმარება ადგილობრივ მოხალისეებს გაიგონ მისი არსებობის შესახებ. მოხალისეებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგალითად დაელაპარაკონ თქვენს მოსწავლეებს კომპიუტერული მეცნიერების შესახებ, ან დაეხმარონ მათ კოდის ერთი საათის აქტივობების შესრულებაში.
ღონისძიებამდე გაუზიარეთ მოსწავლეებს შთამაგონებელი ვიდეოები, რომლებიც ხაზს უსვამენ ადამიანთა მრავალფეროვნებას და იმ კრეატიულ გზებს, რომლითაც კომპიუტერული მეცნიერება შეიძლება იყოს გამოყენებული. ან დაბეჭდეთ შთამაგონებელი პოსტერები თქვენი კლასისთვის! მოსწავლეები უფრო მეტი ენთუზიაზმით ერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებშიც მათი მსგავსი ადამიანები მონაწილეობენ.
შეიტყვეთ მეტი პოსტერების, ვიდეოების, სტიკერებისა და სხვა საშუალებების შესახებ, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი თემის ინფორმირება ღონისძიების შესახებ.
როცა კოდი ერთი საათი დაიწყება დაიხმარეთ ეს რესურსები და რჩევები, რომ წარმატებით ჩაატაროთ ღონისძიება.
მოიწვიეთ ადგილობრივი მოხალისე, რომელიც მოუყვება მოსწავლეებს კომპიუტერული მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობებზე. მსოფლიოს გარშემო ათასობით მოხალისეა, რომელიც მზად არიას დაგეხმაროთ კოდის ერთი საათის ჩატარებაში; კლასში გესტუმრონ, ან ონლაინ ჩაერთონ!
აჩვენეთ შთამაგონებელი ვიდეო:
არა უშავს, თუ კომპიუტერული მეცნიერება ისეთივე უცხო არის თქვენთვის, როგორც თქვენი მოსწავლეებისთვის. აქ მოცემულია რამდენიმე იდეა, რომელიც დაგეხმარებათ კოდის ერთი საათის ჩატარებაში:
აუხსენით მოსწავლეებს, რა უნდა გააკეთონ
როცა მოსწავლეები რამე სირთულეს გადააწყდებიან, კარგი იქნება, თუ უპასუხებთ:
როგორ მოვიქცეთ, თუ მოსწავლემ მალე დაამთავრა?
კომპიუტერული მეცნიერება არ თავდება კოდის ერთ საათთან ერთად! გაიგეთ, თუ როგორ გააცნოთ კომპიუტერული მეცნიერება თქვენს სკოლას და მოსწავლეებს.