ხდკ

რა არის კოდის ერთი საათი?

კოდის ერთი საათი არის ერთსაათიანი შესავალი კურსი კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლის მიზანიცაა აჩვენოს, რომ პროგრამირების საწყისების სწავლა შეუძლია ყველას. გაეცანით ტუტორიალებს. ამ სახალხო კამპანიას მხარს უჭერს 400 პარტნიორი და 200.000 პედაგოგი მსოფლიოს გარშემო.

როდისაა კოდის ერთი საათი?

კოდის ერთი საათი ტარდება ყოველ წელს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის განმავლობაში. 2022 წლის კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდება ამ დღეებში — 5 სექტემბერი - 17 დეკემბერი, მაგრამ კოდის ერთი საათი წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ჩაატაროთ. კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული ყოველწლიურად ადმირალი გრეის მიურეი ჰოპერის, კომპიუტერული პიონერის, დაბადების დღის - 1906 წლის 9 დეკემბრის - აღსანიშნავად ტარდება.

რატომ კომპიუტერული მეცნიერება?

ყოველ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისწავლოს ინფორმატიკა. ინფორმატიკის სწავლა ავითარებს პრობლემების გადაჭრის უნარს, ლოგიკასა და შემოქმედებით უნარს. სწავლის ადრე დაწყება უზრუნველყოფს მოსწავლეების წარმატებას 21-ე საუკუნის ნებისმიერ პროფესიაში. გაეცანით სტატისტიკას აქ.

როგორ მივიღო მონაწილეობა კოდის ერთ საათში?

დაიწყეთ თქვენი გეგმა აქ ჩვენი ინსტრუქციების გაცნობით. კოდის ერთი საათის ორგანიზება შეგიძლიათ თქვენს სკოლაში ან ნებისმიერ გაერთიანებაში; დამატებითი აქტივობის წრეში, არასამეწარმეო ორგანიზაციაში ან სამსახურში. ან სცადეთ დამოუკიდებლად როცა კოდის ერთი საათი დაიწყება — 5 სექტემბერი.

ვინ დგას კოდის ერთი საათის მიღმა?

კოდის ერთი საათი ორგანიზებულია კოდის ერთი საათისა და კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის მრჩეველთა და მეთვალყურეობის კომიტეტის მიერ. ასევე, პარტნიორთა უპრეცედენტო გაერთიანების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ კოდის ერთ საათს — Microsoft, Apple, Amazon, Boys and Girls Clubs of America და College Board.

პროგრამირების შესახებ არაფერი არ ვიცი. შეიძლება, რომ მაინც ვიყო ორგანიზატორი?

რა თქმა უნდა, კოდის ერთი საათის აქტივობების გავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ: სცადოთ მიმდინარე ტუტორიალები, აირჩიოთ, რომელიც მოგეწონებათ, აირჩიოთ საათი; ჩვენ მივხედავთ ყველაფერ დანარჩენს. ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე მოსწავლისთვის გვაქვს რესურსები; დაწყებული საბავშვო ბაღიდან და ზევით. თქვენი ღონისძიების დასაგეგმად გაეცანით ჩვენს ინსტრუქციებს.

რა მოწყობილობები უნდა გამოვიყენო ჩემი მოსწავლეებისთვის?

Code.org–ის ტუტორიალები ყველა მოწყობილობასა და ბრაუზერში მუშაობს. მეტი ინფორმაცია ჩვენი ტუტორიალების ტექნიკური საჭიროებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ. პარტნიორების მიერ მოწოდებული ტუტორიალების ტექნიკური საჭიროებების შესახებ წაიკითხეთ ტუტორიალის აღწერაში — %{partner_url}/learn. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ოფლაინ და მოწყობილობების გარეშე შესასრულებელი აქტივობებიც გვაქვს!

მჭირდება თუ არა კომპიუტერი ყოველი მონაწილისთვის?

არა. ჩვენ გვაქვს კოდის ერთი საათის ისეთი ტუტორიალები, რომლებიც მუშაობს კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, პლანშეტებზე, ზოგს კი საერთოდ არ სჭირდება არანაირი მოწყობილობა! არა აქვს მნიშვნელობა, სად ხართ და რა გაქვთ.

აი, რამდენიმე იდეა:

მე ვარ Italyში. როგორ მივიღო მონაწილეობა?

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს Hour of Code ღონისძიებას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გასულ წელს, სტუდენტები მსოფლიო მასშტაბით გაერთიანდნენ კოდის ერთი საათის განმავლობაში. შეიტყვეთ მეტი here.

როგორ შევქმნა კოდის ერთი საათის ტუტორიალი?

თუ გინდათ გახდეთ ჩვენი პარტნიორი და შექმნათ ტუტორიალი, გაეცანით ჩვენს სახელმძღვანელოს და ინსტრუქციებს. ჩვენ სიამოვნებით მივიღებდით სხვადასხვა ფორმატის ტუტორიალებს, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანია მაქსიმალურად მარტივი და საინტერესო გავხადოთ კომპიუტერული მეცნიერება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ვინც პირველად ეცნობა მას.

სჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს ანგარიშის შექმნა და სადმე შესვლა?

არა. რეგისტრაცია, ან საიტზე შესვლა არ არის საჭირო მოსწავლეებისთვის კოდის ერთ საათში მონაწილეობის მისაღებად. განგრძობადი კურსების) უმეტესობა ანგარიშის შექმნას მოსწავლის შედეგების შესანახად მოითხოვს. ასევე, კოდის ერთი საათისთვის რეგისტრაცია ავტომატურად არ ქმნის კოდის სტუდიის ანგარიშს.

სად ამოვბეჭდო სერტიფიკატები ჩემი მოსწავლეებისთვის?

Go to our certificates page where you can print certificates for your entire class ahead of time.

რა აქტივობები ავირჩიო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის?

ჩვენი ვარსკვლავური ომებისა და Minecraft-ის ტუტორიალები გადასარევია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით ვარსკვლავური ომების JavaScript ვერსია და ორივე ტუტორიალზე უფასო სათამაშო დონე. ნებისმიერი ასაკისთვის ჩვენი რჩევაა დაიწყოთ დამწყები დონის ტუტორიალით %{partner_url}/learn, მაგალითად Angry Birds ან ანასა და ელზას ტუტორიალებით. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეს უნდა შეეძლოს მათი 30 წუთში დასრულება, შემდეგ კი უფრო რთულ JavaScript ტუტორიალზე გადასვლა, მაგალითად ხანის აკადემიის ან CodeHS ტუტორიალებზე.

როგორ ვითვლით კოდის საათებს?

კოდის ერთი საათის ზუსტად წამი წამში შესრულება არ არის აუცილებელი. ჩვენ ვერ აღვრიცხავთ უნიკალური მოსწავლეების ID-ებს ზუსტად, იმიტომ რომ არ ვთხოვთ მათ რეგისტრაციას ან საიტზე შესვლას. შედეგად, ჩვენ ვითვლით როგორც მეტობით, ასევე ნაკლებობით ერთდროულად. დეტალებს გაეცანით [აქ](%{codeorg_url}/loc).

რატომ ვერ ვხედავ ჩემს წერტილს რუკაზე?

ძალიან ვწუხთ, რომ კოდის ერთი საათის რუკაზე თქვენს ღონისძიებას ვერ ხედავთ. რადგანაც ათობით ათასი ორგანიზატორი რეგისტრირდება, რუკა აერთიანებს მონაცემებს და რამდენიმე ღონისძიებას ერთ წერტილად ასახავს. თუ დააჭერთ ღონისძიებების გვერდის ბმულს რუკის ქვემოთ, გადახვალთ ღონისძიებების სიაში, სადაც აუცილებლად იქნება თქვენიც. კიდევ ერთი რამ: რუკა და სია ძირითადად 48 საათში ერთხელ ახლდება. შეამოწმეთ რამდენიმე დღეში!

რამდენის სწავლაა შესაძლებელი ერთ საათში?

კოდის ერთი საათის მიზანი არ არის ერთ საათში ვინმე პროგრამირების ექსპერტი გახადოს. ერთი საათი მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ მოსწავლეებმა გაიგონ: პროგრამირება არის სახალისო, შემოქმედებითი, ყველასთვის მისაწვდომი აქტივობა. წარმატების საზომი არ არის ის, თუ რამდენს ისწავლიან მოსწავლეები ამ ერთ საათში – არამედ, რამდენი სხვადასხვა გენდერული, სოციოეკონომიკური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლე ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და შემდეგ რამდენი გააგრძელებს პროგრამირების სწავლას. მილიონობით მასწავლებელი და მოსწავლე აგრძელებს პროგრამირებას კოდის ერთი საათის შემდეგ – სწავლობენ მთელი დღე, მთელი კვირა, ან მეტიც და შედეგად ბევრი მოსწავლე სწავლობს სრულ კურსს ან სულაც პროფესიად ირჩევს პროგრამირებას.

ბავშვების გარდა „მოსწავლე“ არის პედაგოგიც, რომელიც, კოდის ერთი საათის ჩატარების შემდეგ ხვდება, რომ მას შეუძლია ასწავლოს კომპიუტერული მეცნიერება; სკოლის ადმინისტრაცია კი ხვდება, რომ პროგრამირება არის საგანი, რომლის სწავლაც სურთ მოსწავლეებს და რომლის სწავლებაც შეუძლიათ მათ მასწავლებლებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველა სწავლობს ამ ერთ საათში არის მარტივი ჭეშმარიტება – პროგრამირება ყველას შეუძლია.

როგორ გავაგრძელო სწავლა კოდის ერთი საათის შემდეგ?

კოდის ერთი საათის ჩატარება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს. ტუტორიალები ჩვენს საიტზე მთელი წლის განმავლობაში არის წარდგენილი. გადადით ჩვენი რესურსების გვერდზე და გაიგეთ, როგორ უნდა ჩაატაროთ წარმატებული ღონისძიება.

I found a bug in an Hour of Code activity! What should I do?

Oh no! If you've come across a bug in an Hour of Code activity - first check the URL for the activity you are on. If the URL starts with studio.code.org, our Code.org Support team can help! Click the question mark icon in the upper right corner of your screen, then select "Report a problem" from the dropdown menu.

If the URL does not start with studio.code.org, you are likely working on a third party activity and will need to reach out to that company's support team for further assistance.